Rachisubani · 自然旅社里的独立房间 · 1室2床1.0卫 · 可住3人 · 基拉马拉城堡
基拉马拉城堡( Chateau Kiramala )位于拉戈德基市拉基拉基( Rachisubani )村,面积为2343平方米,包括一个地窖和餐厅,以及可俯瞰湖泊的美丽小屋。 葡萄园毗邻地窖。这座城堡的想法是重振80年代著名的餐厅「Kiramala」,它是最著名的餐厅,现代套餐建在它的废墟上,因此这个名字被保留,酒窖被命名, Chateau kiramala "。
自我介绍
შატო ყირამალა მდებარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში 40000 კვადრატულ მეტრის ფართობზე და მოიცავს როგორც მარანს და რესტორანს, ასევე ულამაზეს კოტეჯებს, რომელიც გადაჰყურებს ტბას. მარნის მოსაზღვრედ გაშენებულია ვენახი. აღნიშნული შატოს იდეა არის ფაქტიურად 80 იანი წლების ცნობადი რესტორანი „ყირამალას“ გაცოცხლება, რომელიც იყო ყველაზე ცნობადი რესტორანი და სწორედ მის ნანგრევებზე აშენდა თანამედროვე კომპლექტი, აქედან გამომდინარე მოხდა სახელის შენარჩუნება და მარანსაც „შატო ყირამალა“ დაერქვა.რელიეფი, სადაც აღნიშნული ობიექტი მდებარეობს, საკმაოდ მომხიბვლელია ტურისტებისთვის. ჩაფლულია ულამაზეს ბუნებაში და ერთი კილომეტრითაა მოშორებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიისგან.ირგვლივ მოედინება პატარა წყაროები, რომლებიც ქმნიან ჩანჩქერებს და ჩაედინებიან ტბაში. ერთის მხრივ ეს საოცარი სილამაზე ქმნის პანორამულ ხედებს და სიგრილეს და ასევე დამსვენებელს შეუძლია გაერთოს და კოტეჯის აივნიდანვე ითევზაოს.მიმდებარედ გაშენებული ვენახი და სხვადასხვა ნარგავები აძევს, როგორც ულამაზეს ვიზუალს, ასევე გვეხმარება სტუმრებს გაუმასპინძლდეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით.ეს არის რესტორანი, ტერასა და სასტუმრო, სადაც დამსვენებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, როგორც რთველის პროცესში, ასევე მის ქვევრში ჩაწურვაში, ასევე ესწრებიან ჭაჭის ხდის პროცესს, რაც მიმზიდველია ყველა დამსვენებლისთვის.ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასტუროსა და კოტეჯების წარმატებით ფუნქციონირებაში.ულამაზეს ეზოში განთავსებულია ასევე საცურაო აუზი, რაც რა თქმა უნდა დამატებით ინტერესს აჩენს დამსვენებლისთვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი უგემრიელესი ღვინო, რომელიც ყველა ტურისტისთვის დაუვიწყარ გემოებსა და მოგონებებს ქმნის. შატო ყირამალა შესაძლებლობას იძლევა ყველა ტიპის დამსვენებელმა დაიკმაყოფილოს ის მოლოდინი, რომელიც გააჩნია და შესანიშნავად გაატაროს დასვენების დღეები. რა თქმა უნდა მისი უნიკალურობა გამოარჩევს მას ყველა დანარჩენი ობიექტისგან და დიდი წვლილი შეაქვს, როგორც ტურიზმის განვითარებაში, ასევე ღვინის ბაზარზე.
安心房源保障 人工审核所有中国房源信息,入住更安心
专业中文客服 通过客服电话、线上客服、智能客服助手等渠道,为您提供全方位服务
旅行安全保障 多重风险控制设计,全方位保障您的行程安全